logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაძლიერება დაავალა
- +

27 მაისი. 2021. 02:46

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაძლიერება დაავალა.

 

„დღეის მდგომარეობით, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება ორი სავარაუდო სცენარის გარშემოა გაერთიანებული, მაგრამ ამ საკითხზე საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

25 მაისს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი ბოლომდე არ იყო გამჭვირვალე Covid-19-ის წარმოშობის გამოძიებისას და საჭიროა სრული გამოძიება იმის დასადგენად, ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა თუ ლაბორატორიული შემთხვევის შედეგად.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner