logo_geo
eng_logo
შიდა ქართლის მოსახლეობას რეაბილიტირებული ტაშისკარის სარწყავი სისტემა მოემსახურება
- +

27 მაისი. 2021. 10:36

 

 

შპს „საქართველოს მელიორაცია“ 2021 წლის სარწყავ სეზონს მომზადებული ხვდება. შიდა ქართლის მოსახლეობას რეაბილიტირებული ტაშისკარის სარწყავი სისტემა მოემსახურება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღდგენილ სისტემაში წყალი გაეშვა.

 

მათივე ცნობით, საქართველოს მელიორაციამ ხაშურის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში არხის მნიშვნელოვანი ნაწილი რკინაბეტონით მოპირკეთდა, დანალექი გრუნტისგან გაიწმინდა სოფელ ქვიშხეთში, ტეზერსა და ბეკამში არსებული წყლის გამტარი მილები, მოეწყო სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები, არსებულ ხიდებს ჩაუტარდა რემონტი, შეიცვალა დაზიანებული ფარები.

 

ჩატარებული სამუშაოები ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების რამდენიმე ათას ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას. პროექტის ღირებულებაა 800 ათასი ლარი.

 

საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

„სამელიორაციო სისტემების მოწესრიგება და განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ვინაიდან, ყოველი გასარწყავებული ფართობი ნიშნავს შესაძლებლობას ჩვენი ფერმერებისთვის აწარმოონ უფრო ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მიიღონ მეტი შემოსავალი. სწორედ ამიტომ ჩვენ ყოველწლიურად მნიშვნელოვან თანხებს მივმართავთ სამელიორაციო სისტემების

 

რეაბილიტაციისთვის. წელს, დაახლოებით 90 მლნ ლარი მოხმარდება საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციასა და საექსპლუატაციო სამუშაოებს, რის შედეგადაც ათასობით ჰექტარზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება და ასევე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

ტაშისკარის სარწყავი სისტემა სათავეს სოფელ ახალდაბაში იღებს, მდ. მტკვარზე არსებული სათავე ნაგებობით. აღნიშნული სისტემით, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 7 ათასამდე ჰექტარი სასოფლო- სამეურნეო მიწის ფართობი მარაგდება სარწყავი წყლით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner