logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ექვსი სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
- +

27 მაისი. 2021. 11:10

 

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის გადასვლის მცდელობისას 6 სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.

 

„27 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი ქელბაჯარის რაიონის მიმართულებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასვლას შეეცადა. მოწინააღმდეგე დანაღმვით სამუშაოებს ახორციელებდა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისკენ მიმავალ მომარაგების გზაზე. დაუყოვნებლივი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოწინააღმდეგე მხარის 6 სამხედრო ალყაში მოვაქციეთ და ტყვედ ავიყვანეთ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ინციდენტის ადგილზე ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner