logo_geo
eng_logo
პროკურატურამ მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ა.მ.-ს ბრალდება წარუდგინა
- +

27 მაისი. 2021. 11:25

 

 

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ა.მ.-ს  ბრალდება წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 25 მაისს, მარნეულში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა.მ.-მ, შურისძიების მიზნით, რ.გ.-ს გულმკერდისა და ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად რ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

ა.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner