თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა და თუშეთის ეროვნული პარკი პირველ ვიზიტორებს ელის. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ომალოში მდებარეობს. სადაც სასურველი ტურის დაგეგმვა, განთავსება და ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი ყველა არსებული მომსახურების შესახებ.
თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტები საშუალებას აძლევს ვიზიტორს თითქმის სრულად მოინახულოს და დატკბეს უნიკალური ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებით.
თუშეთში, დიდთოვლობის გამო, ტურისტული სეზონი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება, მაისის ბოლოდან - ოქტომბრის ჩათვლით.
ეროვნულ პარკში მოგზაურობა შესაძლებელია ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.