სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მიერ 6 სომეხი სამხედროს ტყვედ აყვანას პროვოკაციად აფასებს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
სომხეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შემოჭრილი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობენ.
„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებსა და აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება. სომეხი სამხედროები დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის გადასვლის მცდელობისას 6 სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.