logo_geo
eng_logo
ევროკავშირი: სირიაში 26 მაისს ჩატარებული არჩევნები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ კრიტერიუმებს და ხელს არ უწყობს კონფლიქტის მოგვარებას
- +

27 მაისი. 2021. 12:45

 

 

სირიაში 26 მაისს ჩატარებული არჩევნები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ კრიტერიუმებს და ხელს არ უწყობს კონფლიქტის მოგვარებას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„სირიაში არჩევნები მხოლოდ ჭეშმარიტი პოლიტიკური პროცესის ფარგლებში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 2254 რეზოლუციის შესაბამისად უნდა ჩატარდეს. არჩევნები მხოლოდ მაშინ იქნება სანდო, როდესაც ყველა სირიელს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებს, ლტოლვილებსა და დიასპორის წევრებს მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ. არჩევნები უსაფრთხო და ნეიტრალურ გარემოში, დაშინების საფრთხის გარეშე და თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციით უნდა ჩატარდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ გუშინდელი არჩევნები ძირს უთხრის სირიის კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტის ძალისხმევას, ხოლო პოლიტიკური პროცესი სრულად ინკლუზიური უნდა იყოს, რათა უზრუნველყოს, რომ სირიის საზოგადოების ყველა სეგმენტმა მონაწილეობ მიიღოს ქვეყნის სამომავლო ერთიანობისა და შერიგების ჩამოყალიბებაში.

 

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები 26 მაისს გაიმართა. სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სამმა კანდიდატმა მიიღო. არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

 

სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი ქვეყანას 2000 წლიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ მართავს. მაშინ მინიმალური საპრეზიდენტო ასაკი 40 წელი იყო, თუმცა კანონი ბაშარ ასადის ასაკის მიხედვით შეცვალეს და ის 34 წლამდე დასწიეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner