ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი, გიორგი გახარიას ძმებ ხოჯევანიშვილებთან და დავით კეზერაშვილთან შესაძლო კავშირს სოციალური ქსელით ეხმაურება.
„რა თქმა უნდა, საინტერესოა, როდესაც გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკური მოთამაშე კვლავ გამოდის სცენაზე, მით უფრო საინტერესოა, თუ რა პროგრამა ექნება, რა გუნდით მოდის, რამდენად გამჭვირვალე იქნება მათი ნაბიჯები და ასე შემდეგ.
უფრო ინტერესს კი იწვევს მისი გუნდის ცალკეული წევრები, ძმები ხოჯევანიშვილები და მათი შესაძლო კავშირები. „ნაცების“ მართველობის დროს ერთი ძმა ეკონომიკის სამინისტროში ქონების მართვის სააგენტო უფროსი გახლდათ (მას მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძის გავლით პირდაპირი კავშირი ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან), რომლის დროსაც ხდებოდა ქონების იძულებით გადაფორმებები. ხოლო მეორე ძმა კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს გენინსპექციის უფროსი გახლდათ... კეზერაშვილი კი დღეს ტვ „ფორმულას“ დამფინანსებელი გახლავთ, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ კი რატომღაც აქტიურად დაიწყეს ყოფილი პრემიერის „გაპრავების“ ოპერაცია, მოკლედ, ისევ ჩაიხლართა რაღაცეები, თუმცა, პოლიტიკური ლიდერობისა და ამბიციების დროს კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელი ხდება!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.