logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: პასუხების გაცემა პირველივე საჯარო შეხვედრაზე მოუწევს
- +

27 მაისი. 2021. 13:47

 

 

„გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართებაო და უკვე გაჩნდა ვერსიები რადიკალურ ოპოზიციასთან მის პარტნიორობასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხების გაცემა პირველივე საჯარო შეხვედრაზე მოუწევს“, - ამის შესახებ ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ანალიტიკოსის აზრით, ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიები გადადგომამდე გამალებით ცდილობდნენ გახარიას „გაშავებას“, ხოლო ბოლო პერიოდია ასევე გამალებით ცდილობენ გახარიას „გაპიარებას“, დეტალურად იციან მისი გეგმა, ყველა თარიღი, ადგილი, გუნდის წევრები და ა.შ. ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს.

 

„გასაგებია, რომ გიორგი გახარია, რომელმაც გუნდს ყველაზე პრინციპულ საკითხზე, ყველაზე პრინციპულ დროს უღალატა, აუცილებლად დაუპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, მაგრამ თუ ამ ბრძოლაში რადიკალურ ოპოზიციაში იპოვის პოლიტიკურ დასაყრდენს, სავარაუდო დაფინანსებასაც და ტელევიზიასაც, ძალიან გაუჭირდება იმ ამომრჩევლების მიმხრობა ვინც მასში „მესამე ძალას“ ეძებს. ძალიან რთული იქნება, ებრძოლო იმ ძალას, რომლის პრემიერ-მინისტრიც იყავი და თან იბრძოლო იმათთან ერთად, ვისაც ასე „გამალებული ებრძოდი“ 18 თებერვლამდე“, - წერს ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner