logo_geo
eng_logo
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
- +

16 ივლისი. 2016. 13:28



„ფრანს პრესი" „ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულ სააგენტო „Amaq"-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.




საფრანგეთის პრეზიდენტი  ფრანსუა ოლანდი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს.




 საფრანგეთში ნიცაში მოხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ხუთი ადამიანი დაკავებული.



თავდასხმა 14 ივლისის გვიან საღამოს, ქალაქ ნიცას ინგლისურ სანაპიროზე მოხდა, როდესაც ათობით ათასი ადამიანი ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ფოიერვერკს უყურებდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა და ორი კილომეტრი გაიარა.  დაიღუპა 84 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, სატვირთო მანქანას წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელი მართავდა. ის პოლიციამ მოკლა.


თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner