logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ქართველი მგზავრების თურქეთიდან გადმოსაყვანად ავიაკომპანია „ატლას გლობალმა“ რეისი დანიშნა
- +

16 ივლისი. 2016. 13:30



საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქართველი მგზავრების თურქეთიდან გადმოსაყვანად ავიაკომპანია „ატლას გლობალმა" რეისი დანიშნა.




მინდა, მოსახლეობას მოვახსენო, რომ ქვეყნის შიგნით ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული და მუშაობს გამართულად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მეც მინდა დავადასტურო, რომ საზღვარზე, ამ წუთში, ჩვენი ქვეყნიდან თურქეთის მიმართულებით დაწესებულია შეზღუდვები, თუმცა პირიქით გახსნილია. ჩვენ გვქონდა მოსაგვარებელი საკითხები რამდენიმე მიმართულებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველაფერი კეთდება", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.



პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სტამბოლის აეროპორტში არიან ქართველი მგზავრები და მათ გადმოსაყვანად ავიაკომპანია „ატლას გლობალმა" მიიღო გადაწყვეტილება, დღეს, 16:20 საათზე დანიშნოს ფრენა და ჩამოიყვანოს ჩვენი მოქალაქეები.



ამავე დროს, იქ არის ორი პატარა ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობაზეც ახლაც ვზრუნავთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თავად აეროპორტში, აეროპორტის თანამშრომლებსაც არ აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკვები და წყალი იყოს მიწოდებული ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner