logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ლოგიკურია, გახარიამ გამოიყენოს ყველა საშუალება იმისათვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებამ 43% არ აიღოს
- +

27 მაისი. 2021. 17:55

 

 

„მარტივი ლოგიკაა - როდესაც პარტიას აფუძნებ და ცდილობ, ძლიერი ოპოზიციური პლატფორმა შექმნა, ავტომატურად იწყებ მუშაობას 43%-იან ჩამკეტ მექანიზმზე, რათა გამოიყენო შესაძლებლობა, ვადამდელი არჩევნების გზით შეცვალო ხელისუფლება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, გახარიას გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვადამდელ არჩევნებზე ხმების 43% ვერ მიიღოს,

 

„ანუ გახარიას გუნდი პოლიტიკურ ბრძოლაში შევა ხელისუფლების წინააღმდეგ და გამოიყენებს ყველა საშუალებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ აიღოს 43%. თუმცა ბევრი ლეგიტიმური კითხვა იბადება საზოგადოებაში. ვისი პარტნიორი იქნება, ვინ დააფინანსებს, როგორ გზას აირჩევს, რატომ იგებს საზოგადოება მის გეგმებზე ექსკლუზიურად კეზერაშვილის ტელევიზიიდან და ა.შ.

 

არის კიდევ ერთი მთავარი კითხვა - არის თუ არა ღალატი მისი მხრიდან გუნდზე ზურგშექცევა, მაშინ როდესაც იგი გადადგა? აქედან გამომდინარე... ლოგიკურია, ბატონმა გახარიამ გამოიყენოს ყველა რადიკალური თუ კონსტრუქციული საშუალება იმისათვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებამ 43% არ აიღოს.

 

P.S. დაველოდოთ 29 რიცხვს. კეზერაშვილის ტელევიზიამ ეგრე დაგვიანონსა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner