logo_geo
eng_logo
„თურქეთში დარჩენილ 2 ქართულ ანსამბლს საკონსულო სამშობლოში გამომგზავრებამდე სტამბოლში უსაფრთხოდ დააბინავებს“
- +

16 ივლისი. 2016. 13:50



საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, თურქეთში დარჩენილ 2 ქართულ ანსამბლს  საკონსულო სამშობლოში გამომგზავრებამდე  სტამბოლში უსაფრთხოდ დააბინავებს.


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თურქეთის მხარესთან, პრაქტიკულად, ყველა დონეზეა კონტაქტი და მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა. 




რა ინფორმაციას მე ამ წუთში გამაჩნია, თურქეთში მყოფ ორ ქართულ ანსამბლთან ყოველწუთიერი კონტაქტი აქვს ჩვენს საკონსულოს. სწორედ  საკონსულოს წარმომადგენლები დახვდებიან მათ ქალაქის შესასვლელში და გააკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ანსამბლების წევრები  უსაფრთხოდ დაბინავდნენ სტამბოლში სამშობლოში გამომგზავრებამდე", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner