„ტყუილია!” – ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ძმები არველაძეები გახარიას გუნდში იქნებიან.
ამის შესახებ შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, უახლოეს პერიოდში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია იგეგმება. მისი გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ პარტია ძალიან მალე დაფუძნდება.
მისი თქმით, თარიღი ჩანიშნულია და ყველაფერი მზად არის ღონისძიებისთვის.