თურქეთში სამხედრო გადატრიალების შედეგად დაღუპულია 161 ადამიანი, 1440 კი დაშავებულია, თუ არ ჩავთვლით მსხვერპლს პუტჩისტების მხრივ - ამის შესახებ თურქეტის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ტელეკომპანია Habertürk-ის ეთერში განაცხადა.
ილდირიმმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულია 2839 სამხედრო, მათ შორის მაღალჩინოსნები.
როგორც თურქეთის პრემიერმა განაცხადა, საკონსტიტუციო საბჭო განიხილავს სიკვდილით დასჯის შემოღებას.