სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი გადადგა. ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანა ნაღდალიანმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაადასტურა.
აივაზიანის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანი საზღვარზე, სადაც ვითარება დაძაბულია, საერთაშორისო დამკვირვებლები განლაგდნენ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 12 მაისიდან ვითარება დაძაბულია.