„ყველასგან მივიღებთ საყვედურს, მაგრამ ბიუჯეტის ქურდი გიგი უგულავა რომ იჯდა ეთერში და ხმამაღლა ხაოდა გაზის ტარიფი გაიზარდაო, ვეკითხები მისი მერობის დროს რამდენი იყო გაზის ტარიფი?“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„არავინ რატომ არ ეკითხებით? „ოცნების“ ხელისუფლების დროს გაიაფდა და 8 წელი შეინარჩუნა ხელისუფლებამ, საბოლო ჯამში კი 2 თეთრით მოიმატა ამ პანდემიის და კრიზისის დროს, ორი თეთრით სულ. გამოვიდეს უგულავა და თავის პირით თქვას, რამდენი იყო მის დროს გაზის გადასახადი, ნუ ამოხვედით მართლა ყელში! უტიფრები!“, - წერს ჯღარკავა.