„კიდევ ბევრი მთავრობა წავა, მოვა, მაგრამ შარაძის მსგავსი პოლიციელები მუდამ დარჩებიან სისტემაში, რადგან მათზე დგას პოლიცია!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს.
„იმდენ რამეს დავწერდი ახლა და ისეთ მწარე სიმართლეს. არ მინდა გული ვატკინო ვიღაცეებს და ამიტომ მხოლოდ ამას დავწერ: სასაზღვრო პოლიციის უფროს გენერალ მაიორ ნიკოლოზ შარაძეს არ სჭირდება ჩემი დაცვა, კაცი 30 წელია სისტემაში მუშაობს, ყველა მთავრობის დროს, იმიტომ რომ პროფესიონალია და ხოჯევანიშვილებივით ქუჩიდან არ მოსულა.
კიდევ ბევრი მთავრობა წავა, მოვა, მაგრამ შარაძის მსგავსი პოლიციელები მუდამ დარჩებიან სისტემაში, რადგან მათზე დგას პოლიცია! გურამ შარაძის ძმისშვილი ვერ იქნება ვერასდროს ზონდერი და ვანოს გვერდით იდგა კადრში თუ ივანეს გვერდით, ზე პროფესიონალია! ჩემი პატივისცემა ნიკას! ასეთი პოლიციელები რომ გვყავდა თითოროლა, იმიტომ მოვედით აქამდე!“, - წერს ჯღარკავა.