ჟურნალისტი, პოეტი მაია კახიძე, ცნობილი პოეტის, ჯარჯი ფხოველის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„სამწუხაროდ, დიდებული პოეტი ჯარჯი ფხოველი გარდაიცვალა.
გუშინ, ცნობილი ქართველი პოეტი ჯარჯი ფხოველი - დავით ციგროშვილიც ზეციურ საქართველოს შეუერთდა...
ბოლო წლებში ქალაქს გაერიდა და თავის მშობლიურ კუთხეში, ფშავში ცხოვრობდა. გულმა იქით გაუწია და ბედნიერიც იყო ქართული ვერლიბრის ერთ-ერთ ფუძემდებელი თავის საყვარელ არე-მარეზე, რომ არა ავადმყოფობა.
ვერა, ვერ გადაურჩა სხვა სოფელში წასვლას... სამწუხაროდ, არაჩვეულებრივი ქართველი დააკლდა ქართულ მწერლობას.
ჯარჯი ფხოველი რამდენიმე კრებულების ავტორი გახლავთ: „100 ლექსი“, „შავი რვეული“, „ფურცლები“, „დილის არაყი“, „ჩაძირული არქიპელაგია“, „უდაბნოს წიგნი“ და სხვა.
ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და საქართველოს მწერალთა კავშირს.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!“, - წერს კახიძე სოციალურ ქსელში.