logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: ვერა, ვერ გადაურჩა სხვა სოფელში წასვლას... სამწუხაროდ, არაჩვეულებრივი ქართველი დააკლდა ქართულ მწერლობას
- +

28 მაისი. 2021. 01:25

 

 

ჟურნალისტი, პოეტი მაია კახიძე, ცნობილი პოეტის, ჯარჯი ფხოველის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„სამწუხაროდ, დიდებული პოეტი ჯარჯი ფხოველი გარდაიცვალა.

გუშინ, ცნობილი ქართველი პოეტი ჯარჯი ფხოველი - დავით ციგროშვილიც ზეციურ საქართველოს შეუერთდა...

ბოლო წლებში ქალაქს გაერიდა და თავის მშობლიურ კუთხეში, ფშავში ცხოვრობდა. გულმა იქით გაუწია და ბედნიერიც იყო ქართული ვერლიბრის ერთ-ერთ ფუძემდებელი თავის საყვარელ არე-მარეზე, რომ არა ავადმყოფობა.

ვერა, ვერ გადაურჩა სხვა სოფელში წასვლას... სამწუხაროდ, არაჩვეულებრივი ქართველი დააკლდა ქართულ მწერლობას.

ჯარჯი ფხოველი რამდენიმე კრებულების ავტორი გახლავთ: „100 ლექსი“, „შავი რვეული“, „ფურცლები“, „დილის არაყი“, „ჩაძირული არქიპელაგია“, „უდაბნოს წიგნი“ და სხვა.

ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და საქართველოს მწერალთა კავშირს.

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!“, - წერს კახიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner