logo_geo
eng_logo
საბერძნეთში თურქული სამხედრო ვერტმფრენი დაეშვა
- +

16 ივლისი. 2016. 14:41



სააგენტო „ფრანს პრესის" ცნობით, თურქული სამხედრო ვერტმფრენი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ალექსანდროპოლისში დაეშვა.

საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, ვერტმფენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფება. მათ საბერძნეთის ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით მიმართეს.



საბერძნეთის პოლიციამ ვერტმფრენში მყოფი თურქი სამხედროები დააკავა.



თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით,  სამხედრო გადატრიალების მცდელობისას შეტაკებების დროს  160 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 1440-ს აღემატება. ამბოხში მონაწილე 2839 სამხედრო დაკავებულია. თურქეთის პრეზიდენტმა სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეთა უმკაცრესად დასჯის პირობა დადო.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner