logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ წულუკიძე: გული მეწვის, რომ ,,მოხუცი ჯამბაზების" ერთ-ერთი მთავარი ჯამბაზი, მოხუცი ვერ გახდა, ძალიან ადრე წავიდა...
- +

28 მაისი. 2021. 01:30

 

 

„თემო გოცაძემ მითხრა, მარინას [ჯანაშია] გარეშე ცხოვრების მეშინიაო. გითანაგრძნობთ და გამძლეობას გისურვებთ ბატონო თემო“, - ამის შესახებ ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მარინა ჯანაშია.  ერთი კვირის წინ დამირეკა, ძლივს მელაპარაკა, მაგრამ ერთი წუთით არ დაუშვია რომ ასეთი დასასრული იქნებოდა. სამი მსახიობის (მედეა ჩახავა,  სალომე ყანჩელი,  მარინა თბილელი) 100 წლის იუბილეზე მეკითხებოდა. გულისწყვეტაც შევატყვე, რომ ჩვენთან ერთად არ იდგა სცენაზე. გული მეწვის, რომ,,მოხუცი ჯამბაზების" ერთ-ერთი მთავარი ჯამბაზი მოხუცი ვერ გახდა, ძალიან ადრე წავიდა, ძალიან...

თემო გოცაძემ მითხრა მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო. გითანაგრძნობთ და გამძლეობას გისურვებთ ბატონო თემო.

P.S. რა ძვირფასი გახდა ეს წერილი...“, - წერს წულუკიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner