„დიდებულად და სულშიჩამწვდომად მიაგო პატივი გუშინ სახელმწიფომ გენერალ კვინიტაძეს! და ეს კარგია, რომ გაკეთდა და ნახა ახალგაზრდობამ!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ჩემი აზრით, მე რომ მკითხოს ვინმემ პირველ რიგში მთაწმინდაზე დავასაფლავებდი დიდ ქართველ წვერულვაშიან, ხმლიან-ჩოხიან ვაჟკაცს, მიხა ხელაშვილს !
დიდ პოეტს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარ მებრძოლს!
"ბინდისფერია სოფელი"-ს და სიტყვების - "დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა" ავტორს!
ერთი სიტყვით, ქართველი კაცის განსახიერების სიმბოლოს“, - წერს ანალიტიკოსი.