თურქეთის მთავრობის მეთაურის ბინალი ილდირიმის განცხადებით, თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო განიხილავს ქვეყანაში სასჯელის სახით სიკვდილით დასჯის შემოღებას. აღნიშნული საკითხი თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შემდეგ დადგა დღის წესრიგში.
ბინალი ილდირიმის განცხადებით, ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ სასულიერი პირ გიულენს, რომელიც ამბოხების ორგანიზატორად სახელდება, თურქეთის მტრებად ჩაითვლებიან.
თურქეთის პრემიერის განცხადებით, სიტუაციას ქვეყნის ხელისუფლება აკონტროლებს და იმ ადამიანების დაკავება, ვინც სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი, გრძელდება.