logo_geo
eng_logo
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი დამტკიცდა და ის ტყიბულელ მეშახტეებზეც გავრცელდება
- +

5 მარტი. 2016. 10:31



პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებს საგადასახდო შეღავათებს უწესებს.


საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები ყველა იმ დასახლებულ პუნქტზე გავრცელდება, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ძველი კანონით ჰქონდა მინიჭებული და იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული სტატუსის მოთხოვნებს ახალი კანონით ვერ აკმაყოფილებს, საგადასახადო შეღავათი უნარჩუნდება. ის მათ შორის ტყიბულელ მეშახტეებზე გავრცელდება.


საუბარია დემოგრაფიული მხარდაჭერის მატარებელ საგადასახადო შეღავათზე, რომელიც თავის მხრივ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას უკავშირდება.


საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ძალაში რჩება საგადასახადო შეღავათები იმ პირთათვის, რომლებიც 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ" კანონით მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ.


მათთვის 2016 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები კვლავაც განაგრძობს მოქმედებას. კერძოდ, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირი, რომლის კმაყოფაზეა 18 წლის ასაკს მიუღწეველი სამი ან მეტი შვილი, აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირს, რომლის კმაყოფაზეა ერთი ან ორი 18 წელს მიუღწეველი შვილი, აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული 3000 ლარამდე შემოსავლის გადასახადი 50%-ით უმცირდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner