logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ბელარუსის მიერ „Ryanair“-ის თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდა
- +

28 მაისი. 2021. 14:52

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ბელარუსის მიერ „Ryanair“-ის თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ტელეკომპანია „Sky News“-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთსა და ბელარუსს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ და ამიტომ რთული დასაჯერებელია, რომ ბელარუსის რეჟიმს რამე მსგავსის გაკეთება რუსეთთან კოორდინაციის გარეშე შეეძლო“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

26 მაისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ბელარუსში ავიაკომპანია „Ryanair“-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვება და ჟურნალისტი რომან პროტასევიჩის დაკავება დაგმო.

 

23 მაისს „Ryanair“-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

 

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner