logo_geo
eng_logo
აჭარაში პედაგოგები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
- +

28 მაისი. 2021. 15:20

 

 

აჭარაში პედაგოგები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. ისინი საინოფრმაციო სესიების ფარგლებში აიცრნენ, რომელიც ბათუმში გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გაიმართა.

 

„სინოვაკის“ ვაქცინით რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30-ზე მეტი პედაგოგი აიცრა.

 

აჭარაში ამ დროისთვის 11 ათასზე მეტი პირია აცრილი.

 

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner