logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: საქართველოზე განსაკუთრებული ზემოქმედება თურქეთში მიმდინარე მოვლენებს არ ექნება
- +

16 ივლისი. 2016. 15:17


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" საუბარში თურქეთში მომხდარი მოვლენების გამო უსამძიმრებს თურქ ხალხს. მისი თქმით, თურქეთში სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის და საქართველოზე მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული ზემოქმედება არ ექნება.


„მინდა, მივუსამძიმრო თურქ ხალხს. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. როგორც გვაქვს ინფორმაცია, 200-ზე მეტი დაღუპულია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ფაქტია. უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება ჩვენ ქვეყანაზეც იქონიოს გავლენა. მადლობა უფალს, რომ გადატრიალების მცდელობა ხელისუფლებამ ძალიან ოპერატიულად ჩაახშო და სიტუაცია აიყვანა. დარწმუნებული ვარ, სადავეები მათ ხელშია და მსგავსი ექტრემისტული გამოსვლები საბოლოოდ აღკვეთილი იქნება. აქედან გამომდინარე, საქართველოზე განსაკუთრებული ზემოქმედება მიმდინარე მოვლენებს არ ექნება", - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner