logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: პრემიერი ღარიბაშვილი ძალისხმევას არ დაიშურებდა დავითგარეჯის საკითხის გადაწყვეტისათვის
- +

28 მაისი. 2021. 18:07

 

 

„აზერბაიჯანის ელჩთან მქონდა ადეკვატური საუბარი და შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლოა, ბევრ ქართველზე მეტად იყოს შეყვარებული საქართველოზე“, - ამის შესახებს „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა და აზერბაიჯანის ელჩ ფაიგ გულიევთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.

 

სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ძალისხმევას არ იშურებს, რომ  დავითგარეჯის საკითხი საქართველოს ინტერესების სასიკეთოდ გადაწყდეს.

 

„შეხვედრის ინიციატორი ორივე მხარე იყო. აზერბაიჯანის საელჩომ იცოდა, რომ გვსურდა მათთან რიგ საკითხებზე საუბარი. მიგვიღეს საკმაოდ მეგობრულ და თბილ ატმოსფეროში. განვიხილეთ ბევრი საკითხი, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი თემა მაინც დავით გარეჯი იყო. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ – აზერბაიჯანული მხარე ბევრად არის დაინტერესებული ქართულ-აზერბაიჯანული თემების განხილვით და გადაწყვეტით, ვიდრე ქართული მხარე. იგრძნობა სრული მზადყოფნა, დავით გარეჯის შესახებ საკითხის გადაწყვეტის, ძმური და მეგობრული და რაც მთავარია, ისტორიული სამართლიანობიდან გამომდინარე.

 

ჩვენი თხოვნა იყო, გამოიჩინონ კეთილი ნება და სასულიერო პირებს მიეცეთ საშუალება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ ეკლესია-მონასტრებში ილოცონ და განაგრძონ მოღვაწეობა.

 

აზერბაიჯანის ელჩთან მქონდა ადეკვატური საუბარი და შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლოა, ბევრ ქართველზე მეტად იყოს შეყვარებული საქართველოზე.

 

პრემიერის ვიზიტი ბაქოში რა შედეგით დასრულდა, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, პრემიერი ღარიბაშვილი არ დაიშურებდა ძალისხმევას დავითგარეჯის საკითხის გადაწყვეტისათვის, მე ვიცი ირაკლი ღარიბაშვილის განწყობა, ვიცი, როგორი დაინტერესებულია დავითგარეჯით“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 

სანდრო ბრეგაძე თვლის, რომ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დანაშაული დიდია დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით.

 

„რაც შეეხება ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას, მე დარწმუნებული ვარ მათ დანაშაულში, თუმცა, ნამდვილად არ უნდა დავიყვანოთ ილიჩოვას და მელაშვილის დონემდე დავითგარეჯის პრობლემა“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner