ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუმათში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ადვოკატები ითხოვენ, რომ დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე ხელების დარტყმითა და ხმაურით პროტესტს გამოხატავდნენ, ამავდროულად ბარიკადებს მიღმა გადასვლას და სოფელ ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ,რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა „რიონის ხეობის მცველების“ 8 წარმომადგენელი დააკავა.