ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ბრაზილიის ხელისუფლების ბრძანებით, რიო-დე-ჟანეიროში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. 5 აგვისტოს რიოში ოლიმპიური თამაშები იწყება.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გაიზრდება საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობა. აგრეთვე, ოლიმპიადის ვიზიტორების შემოწმება სპეციალური სკანერით მოხდება.
ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია „მარაკანას" სტადიონზე გაიმართება. ღონისძიებას 11 ათასი სპორტსმენი, სახელმწიფოს ლიდერები, ოფიციალური პირები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებას 47 ათასი სამართალდამცველი და 38 ათასი სამხედრო დაიცავს. როგორც მოსალოდნელია, 5 აგვისტოდან 21 აგვისტომდე რიო-დე-ჟანეიროში 300 ათასამდე ადამიანს ელოდებიან.