„პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „ნამახვანჰესი“ არ აშენდება, სანამ ყველა საკითხი არ ამოიწურება“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ კონტრაქტის დამოუკიდებელი შეფასება მოხდება და ეს არგუმენტები ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. ასევე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით, შეფასება გაკეთდება ამომწურავად და კიდევ ერთხელ. მაშინ მაინტერესებს, რა არის დღეს პროტესტის საგანი? თუ ეს პროტესტი არის პროტესტისთვის და რამდენიმე არგუმენტი მოვისმინე, რომ პროტესტი როგორმე შევინარჩუნოთო... ასეთი გზავნილი გაისმა. მაშინ ჩვენი კითხვები ისევ ძალაშია. კერძოდ, რას ემსახურება ეს პროტესტი“, - განაცხადა თალაკვაძემ.