თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მხარდამჭერებს შეხვდა. მან მომხრეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას კვლავ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. თურქეთის მცხოვრებთა ნაწილმა მობილურ ტელეფონებზე შესაბამისი შეტყობინებები მიიღეს, სადაც მათ დემოკრატიის მხარადასაჭერად გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
„ტვიტერში" თურქეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა შეტყობინება: „არ მივატოვოთ ქუჩები, გადატრიალების მცდელობები შესაძლოა, განმეორდეს".