„პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად შესთავაზა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც მათ თავი აარიდეს“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რაც ამყარებს იმ რწმენას, რომ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები სუსტია და რეალურად მათ აინტერესებთ არა ჩაღრმავება ამ საკითხებში, არამედ აინტერესებთ პროტესტი. დაფინანსება განსაკუთრებით ამძაფრებს ეჭვებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.