logo_geo
eng_logo
ცხვირის ასპერგილოზი - კიდევ ერთი სოკოვანი ინფექცია ინდოეთში
- +

29 მაისი. 2021. 01:20

 

 

ინდოეთის ქალაქ ვადოდარაში მორიგი სოკოვანი ინფექცია გავრცელდა. ქალაქის კლინიკებს, სადაც 262 პაციენტი მუკორმიკოზზე მკურნალობს, ასპერგილოზის დიაგნოზით სულ მცირე 8 პაციენტი მიემატა.

 

მუკორმიკოზის ინფექციით დაავადებულების მატება სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. ახლა კი ექიმები ინვაზიური სოკოვანი ინფექციის შემთხვევაზე - ასპერგილოზზე საუბრობენ, რომელიც კოვიდ-დადებით პაციენტებს და მათ შორის, იმ ადამიანებსაც აღმოაჩნდა, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს.

 

„ფილტვის ასპერგილოზი, ზოგადად, სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში აღინიშნება, მაგრამ ცხვირის ასპერგილოზი იშვიათი შემთხვევაა. ამიტომ, ახლა ყურადღებით ვაკვირდებით პაციენტებს, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ ან მკურნალობას გადიან. თუმცა, ასპერგილოზი მუკორმიკოზთან შედარებით ნაკლებად სახიფათაო. ის, ასევე, ინვაზიურია,“ - ამბობს ექიმი შიტალ მისტრი.

 

სპეციალისტი სოკოვანი ინფექციების მატებას კოვიდდადებით პაციენტებში სტეროიდების გამოყენებას უკავშირებს. მისი თქმით, მიზეზი შესაძლოა, არასტერილური წყლის გამოყენებაც იყოს, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებულებში ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების დასატენიანებლად იყენებენ.

 

„სოკოვან ინფექციებს ოპორტუნისტულ-პათოგენური თვისებები ახასიათებს და იკვებება გლუკოზით. ამიტომ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებმაც კორონავირუსის სამკურნალოდ სტეროიდების კურსი გაიარეს, და ასევე, იმ პაციენტებში, რომლებიც კორონავირუსის გადატანის შემდეგ დიაბეტით დაავადდნენ, სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი მაღალია. ასევე, ვაკვირდებით სისხლში ლიმფოციტების დაბალ მაჩვენებელს, რაც იმუნიტეტს ასუსტებს და ადგილს უთმობს სოკოვან ინფექციებს“, - აცხადებს ექიმი და ადრეული დიაგნოზის დადგენაზეც საუბრობს.

 

„თუკი ადამიანს დიაბეტი აქვს და მის ორგანიზმში ვერ ხერხდება ჟანგბადის გაუმჯობესება ან სხვა რეგულარული პროტოკოლური მკურნალობა, ნიმუშს ლაბორატორიაში, ასპერგილოზზე შესამოწმებლად ვაგზავნით. თუკი პაციენტს ასპერგილოზი დაუდასტურდა, მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ინვაზიური სოკოვანი ინფექციის დიაგნოსტირება სისხლის მიხედვით რთულია, რადგან გალაქტომანანის დონე კოვიდპაციენტებში არ მიუთითებს სოკოვან დაავადებაზე.

 

ასპერგილეზის კლასიფიცირება ფერების კოდების მიხედვით შეუძლებელია. მას უწოდებენ „ყვითელ სოკოს“, თუმცა არსებობს ყავისფერი, მოლურჯო-მომწვანო, მოყვითალო-მომწვანო, მწვანე და ნაცრისფერი სოკოც კი. მას ამფოტერიცინი B-ს დახმარებიტ მკურნალობენ“, - აცხადებს ექიმი მისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner