logo_geo
eng_logo
„BBC“-ის ცნობით, სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც თურქ მეამბოხეს თავს კვეთენ
- +

16 ივლისი. 2016. 16:12




გერმანული გამოცებმა Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის განრისხებული მოსახლეობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულებს თავს დაესხა.


რამდენიმე მეამბოხე სტამბოლის ცენტრში გაიყვანეს, გააშიშვლეს, გაროზგეს და უმოწყალოდ სცემეს.




„BBC"-ის ცნობით, სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც თავის მოკვეთის სცენაა ასახული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მეამბოხე სიკვდილით ბოსფორის სრუტის ხიდზე დასაჯეს.



თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთავრობის მეთაურის ცნობით, ამ დროისთვის 1440 ადამიანია დაშავებული. ისინი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივ საავადმყოფოებში იღებენ. სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა 2839 მეამბოხე დააკავეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner