რატომ აკითხეს ციხეში ნიკანორ მელიას „ისკრა“,
„პრავდა“, „იზვესტია“ და „სელსკაია ჟიზნი“?!
ვისაც დაგუგლვა შეგიძლიათ, დაგუგლეთ… ვისაც არხელგეწიფებათ, შვილებს ან შვილიშვილებს სთხოვეთ… ვისაც არც ერთი შეგიძლიათ და არც მეორე, მაშინ სიტყვაზე მენდეთ, მე დავგუგლავ ერთ მცირე წინადადებას: „ნიკანორ მელია ბეჭდური მედიის შესახებ“.
ამ შემთხვევაში გუგლი მხოლოდ ასეთ სათაურებს ამოგიყრით: „საერთაშორისო მედია ნიკა მელიას დაპატიმრებაზე წერს“… „ბეჭდური მედია ნიკა მელიას დაპატიმრებას აშუქებს“… და ასე შემდეგ. არასოდეს, არც ერთ პოლიტიკურ ფორმაციაში ე.წ. პოლიტიკოს მელიას ქართული ბეჭდური მედია არ შეუფასებია, აზრი არ გამოუთქვამს, ეს მოხდა ამას წინებზე, ეს გააკეთა, როცა ციხიდან გამოეთრა, გამოათრიეს თუ გამოაგდეს. სხვათა შორის, მის ბრალდებას ქართული გაზეთების მიმართ არც ქართულმა გაზეთებმა უპასუხეს და ელექტრონულებს კიდევ ხომ გამორჩათ ან საერთოდ არ ჩათვალეს ყურადღების ღირსად. არადა, ამ ადამიანს ჰქონდა მცდელობა, დაეფსა ბეჭდური გამოცემებისთვის. მართალია, ბოლოს საკუთარ კისერზე დაიფსა, მაგრამ ხომ ჰქონდა მცდელობა?!
მოკლედ, გამოეთრა, გამოაგდეს თუ გამოაბუნძულეს ნიკანორი ციხიდან, მიბანცალდა ეკა კვესიტაძესთან ( „მთავარი არხი“, ანუ „ჩაჯვი-ვიზია“), ჩამოუჯდა „სკამეიკაზე“ და დაიწყო: იცი, რაო? ციხეში სულ სხვანაირი სიტუაციააო, იქ ფლობ ინფორმაციას ბოლომდე, ტელევიზორს ხო უყურებ, გაზეთებსაც კითხულობო, თქვენ რომ გგონიათ, ბეჭდური მედია არაფრად ჩასაგდები არ არი, მთლად ეგრეც არა ყოფილა, ეგენი თავიანთ საქმეს ძაან მაგრად აკეთებენო, აქ ლაპარაკი არ არი მარტო „ასავალ-დასავალზეო“.
კვესომ, ჰოოო, თითქოს საქართველოში ბეჭდური მედია აღარ არსებობს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რუსულ საქმეს მაინც აკეთებენო.
ნიკანორმა, ეგ უნდა მეთქვა სწორედაც, საქართველოში ყველა გაზეთი არის პრორუსულიო… ვაიმეეე, საშინელებაა, ეგეთ რამეს არც ველოდიო. კაი, გასაგებია რამდენიმე პრორუსული ტელევიზია, მაგრამ გაზეთებიცო, კაცო, გაზეთებიცო?
დამაინტერესა, ნეტავ ტელევიზიებიდან პრორუსულები რომლებია-მეთქი? ჰმ… რა თქმა უნდა, „იმედია“ პრორუსული, „პოსტვ“-ც, გია გაჩეჩილაძე რომ გამოჩნდება ხოლმე, ისიც. „რუსთავი-2“ ადრე წმინდა წყლის პროევროპული იყო, სანამ ნიკა გვარამია ამუშავებდა, მაგრამ ეხლა ეგეც პრორუსული გახდა, ევროსასამართლომ პირდაპირ პუტინს გადასცა.
დანარჩენები, სულ დასავლურებია, დავით აქუბარდიას კანტორით დაწყებული, ავთო (ჭუტა) წერეთლის უბორნიით დამთავრებული.
მეგობრებო, აქ წესით უნდა იხარხაროთ, ამ უბედურებს მართლა ჰგონიათ, რომ ევროპული და ამერიკული ღირებულებების დიდი მატარებლები ჰგონიათ, შარვლებს რომ ჩაიხდიან და რუს ჯარისკაცებს უკანალს მიუშვერენ, ამათთვის ეს არის პროდასავლურობა. სინამდვილეში, საქართველოს ისტორიაში, თუ მსოფლიო ისტორიაში არა, ყველაზე დიდი ქაჯები არიან.
დავუბრუნდეთ ბეჭდურ მედიას, რა პრეტენზიები აქვს ჩვენთან რაღაცნაირი გამომეტყველებით გამოსულ ნიკანორ მელიას? ესე იგიო, ციხე ის ადგილია, სადაც ყველაფერს კითხულობ და უფრო მეტად განათლებული ხდებიო, გაზეთებსაც კითხულობო… მაგრამ ვაი ჩვენი ბრალიო, ყველა გაზეთი რუსეთის რუპორიაო.
მარტო „ასავალ-დასავალზე“ არ ვლაპარაკობ, ყველა ერთნაირიაო. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ხელისუფლებაში მოვალთ, თორემ რუსული აგენტურა მაგრად მუშაობსო. თითქოს გაზეთი აღარავის აინტერესებს, მაგრამ არის მოსახლეობის რაღაც კატეგორია, რომელიც კითხულობსო. ეს საშიში მოვლენააო.
კვესომ, პროევროპელ შოთა უტიაშვილის კნეინამ, ვითამ მაგარმა ჟჟჟჟუუუურრრნალისტმა კვერი დაუკრა, დიახ, სწორედაც რომ ეგრეაო.
ნიკანორ მელიამ ისე პრინციპულად გამოთქვა თავისი აზრი და კვესომაც ისე პრინციპულად უყო დასტური, მე რომ არ ვიყო პრესის, ანუ ბეჭდური მედიის წარმომადგენელი, შეიძლება დამეჯერებინა, რომ ამ სფეროში მომუშავენი არიან ვლადიმერ პუტინის აგენტები.
რა ვქნა, ვიცი რა, ამ ქვეყნის უახლესი ისტორია და ვიცი რა, ყველა „ვაჟკაცის“ ბიოგრაფია, კიდევ ერთხელ უნდა მოვყვე, მაგალითად, რატომ არ ვართ „საერთო გაზეთის“ მუშაკები პრორუსული ორიენტაციისანი… ჯერ იმაზე მოვყვები, რათ არა ვართ.
დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, იქით, ძაან შორეულ წარსულში არ წავალ, 2008 წლის ამბებს გავიხსენებ… ესე იგი, ჩვენ იმიტომ არ ვართ რუსეთის აგენტები, რომ 2008 წლის მაის-ივნის-ივლისში არ ავტყდით ავადმყოფურად, ომს ვიწყებთ, საქმე ჩაწყობილია, ცხინვალს ვიბრუნებთ, რუსეთი ხმას არ ამოიღებს, თითსაც არ გაატოკებსო. ჩვენ არ ვარწმუნებდით ადამიანებს, მაიცადეთ, ამ საქმეში ფული გვაქვს გადახდილი, ცხინვალის რეგიონი უკვე ჩვენიაო. პირიქით, ჩვენ მაშინ ვამტკიცებდით, რომ ეს იყო ძალიან სახიფათო თამაში… რომ რუსეთი ასეთ პრეცედენტს არ დაუშვებდა… რომ ჩრდილო კავკასიელების დასანახად ომს არ წააგებდა და ასე შემდეგ. არა, `ნაცი’ ლიდერები მე პირადად აქეთ მიმტკიცებდნენ, ჩვენი არმია უკვე ისეთ დონეზეა, ნებისმიერი ქვეყნის არმიის დამარცხება შეუძლია, კრემლის თავზე საქართველოს დროშა უნდა ავაფრიალოთო. ამაზე მე პირადად მეცინებოდა, როგორ შეიძლებოდა ძლიერ არმიად ჩათვლილიყო ჯარი, რომელსაც „უმფროსად“ ჰყავდა აბუეტი დავით კეზერაშვილი? აბუეტი კახურად ნიშნავს აჯამს, ხოლო აჯამი ნიშნავს დებილს!
ჩვენ სპეციალურად არ დაგვიწყია და არ წაგვიგია ომი!
ჩვენ არ ჩაგვიბარებია 170 სოფელი!
ჩვენ არ ჩაგვიბარებია კოდორის ხეობა!
ჩვენ არ მიგვიტოვებია ცხედრები ცხინვალის ქუჩებში!
ჩვენ არ ჩამოგვიწერია ტონობით იარაღი, არ გაგვიტანებია რუსებისთვის, რათა მერე ხელი გაგვეშვირა ევროპა-ამერიკისკენ და მიგვეღო 4 მილიარდი დოლარი!
ჩვენ ეს 4 მილიარდი დოლარი არ წაგვიღია ოფშორებში საკუთარ ანგარიშებზე!
ჩვენ არ ჩამოვსულვართ დედაქალაქში „კალოშებით“ და რამდენიმე კვირაში არ გავმხდარვართ მილიონერები!
ჩვენ არ გავვარდნილვართ წითელ ხიდზე, არ მიგვიტოვებია ქვეყანა!
ჩვენ არ გვიხოხია მიწაზე ე.წ. პრეზიდენტივით და არ გვიღეჭია ჰალსტუხები (ყლინჯები) რუსული „სამალიოტის“ ხმის გაგონებაზე!
ამოცანა გვეკითხება: ესენი ხომ რუსეთის სტაჟიანი აგენტები არიან, თავიანთი „სამალიოტის“ ხმის გაგონებაზე ბნედა რაღათ ეცემათ ხოლმე, თავიანთივე ტანკის ხმის გაგონებაზე აქეთ-იქით რატომ გარბიან, ავტომატის კაკანის გაგონებაზე ჰალსტუხებს (ყლინჯებს) რატომ ღეჭავენ?
ეეე… აგენტებს მუდამ აქვთ შიშები, რომ ოდესმე „დაბრედავენ“, აგენტებმა კარგად იციან, რომ მოღალატეები არსად და არც რუსეთში უყვართ, ამიტომ თუ პატრონებმა ოდნავი სიმკაცრე გამოიჩინეს, ეგრევე ფრთხებიან ვირთხებივით!
განვაგრძო, ჩვენ კიდევ რატომ არ ვართ რუსეთის აგენტები?
ჩვენ არასოდეს ვიტყვით, რომ გარეჯი საქართველო არ არის!
ჩვენ არასოდეს ვიტყვით, რომ აფხაზეთი საქართველო არასოდეს იყო!
ჩვენ არ ჩაგვიცხრილავს 170-ზე მეტი ახალგაზრდა ქუჩაში!
ჩვენ არ მოგვიკლავს სანდრო გირგვლიანი!
ჩვენ არ მოგვიკლავს ბუტა რობაქიძე!
ჩვენ არ გვიწამებია პატიმრები ციხეში!
ჩვენ არ გაგვიუპატიურებია პატიმრები ციხეში!
ჩვენ არ წაგვირთმევია ქონება არავისთვის!
ჩვენ არ მიგვიყვანია თვითმკვლელობამდე არავინ!
ჩვენ, დიახ, ჩვენ არ გვითამაშია ამ ქვეყნის ბედით და აგვიხსენით, რანაირად ვართ რუსეთის აგენტები?
ჰა, დგას ახლა ეს სკლინტიანი ნიკანორ მელია და ჩვენზე იძახის, რუსეთის აგენტები არიანო, ბეჭდური მედია ძაან საშიში მოვლენააო, გეგონება გაზეთები აღარ არსებობს, მაგრამ თურმე არსებობს და ამ სფეროში მომუშავე ტიპები თავიანთ საქმეს აკეთებენო.
წარმოგიდგენიათ? ჩაჯდა ნიკანორი ციხეში და აღმოაჩინა, რომ ქართული ბეჭდური მედია თურმე აგენტურაა!
გაიგონეთ? კიდევ კარგი, ჩაჯდა, ეს ჩემის გადანგრეული, თორემ ხომ გავაგრძელებდით მავნებლურ საქმიანობას?
და ბოლოს… ჩვენ დიდიხანია ვწერთ, რომ საქართველოში მთავარ რუსულ აგენტურას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში და ყველაფერი გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ. ასევე, რასაკვირველია, საქართველოში არსებობს პრორუსული ბეჭდური მედიაც და ელექტრონული მედიაც, არსებობენ პარტიებიც და არსებობენ ე.წ. პოლიტიკოსებიც. პრორუსულები არიან ისინი, რომლებიც ყველაზე მეტს ყვირიან, პროდასავლურები გახლავართო.
ამ თემას ამით არ ვხურავთ, უახლოეს ხანში შევისწავლით, გამოვიძიებთ, რა ნახა სინამდვილეში და რა წაიკითხა ნიკანორ მელიამ, იქნებ ის „პონტი“ გაუთამაშეს, სტალინი რომ უბეჭდავდა ლენინს ერთ ცალ „ისკრას“, სადაც მხოლოდ კარგი ამბები ეწერა? იქნებ მელიას გაგიჟება გადაწყვიტა ვინმემ და ციხეში ყოფნისას „ისკრა“, „პრავდა“, „იზვესტია“ და „სელსკაია ჟიზნ“-ი აკითხა?
გელა ზედელაშვილი