„ახლადშექმნილი პარტიის "საქართველოსთვის" არაძირითად ბირთვს ვურჩევდი: ოპონირებისთვის, ლიდერის დაცვისთვის თუ პარტიის 'ლიდერშიპში' ქულების დასაწერად, არ არის საჭირო გაკაპასებული, ღირსებისათვის შეუფერებელი ლანძღვა-გინება-წყევლაჲ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„თავიდანვე დავწერ - გახარიას პარტიის ლოგო არ მომწონს. ზოგადად, ძალიან არ 'ვწყალობ' აქაურ დიზაინერთა და რეკლამის დამამზადებელთა დიდ ნაწილს (ალბათ, ესეც აქ შეიქმნა), რადგან მათი პროდუქციის უმრავლესობა რაღაცის ასლია, არსებულის 'გადამღერებაა'.
თუმცა, უკვე დაწყებული მასშტაბური ღლიცინითა (საქართველოს ფოსტის, თBჩ-ის, სტოპგოვ.გე-ის და ა.შ. ცოპყ) და ამ ფოტოს სოცქსელში ფრიალით თუ ვიმსჯელებთ, ეს ლოგო ბევრს ეცოდინება. ასე რომ, დამახსოვრების ეფექტი უკვე მიღწეულია.
პოლიტანალიტიკაში მრავალწლიანი მუშაობიდან გამომდინარე, არაერთი ოპოზიციური პარტიის ძირითად ბირთვს ახლოს ვიცნობ, გვაქვს ნორმალური ურთიერთობა, მათ შორის ფრიად ცხარე დისკუსიებიც. ახლადშექმნილი პარტიის "საქართველოსთვის" არაძირითად ბირთვს ვურჩევდი: ოპონირებისთვის, ლიდერის დაცვისთვის თუ პარტიის 'ლიდერშიპში' ქულების დასაწერად, არ არის საჭირო გაკაპასებული, ღირსებისათვის შეუფერებელი ლანძღვა-გინება-წყევლაჲ. ნუ 'შეგეყრებათ' ეს მახინჯი სოციალური სენი.
წარმატება ნებისმიერ კონსტრუქციულ ოპონენტს!
ოქტომბრის ბოლოს კი, რეალურად დავინახავთ საზოგადოების უმრავლესობის განწყობას“, - წერს აბაშიძე.