ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობა დაიწყო.
შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩადეს.
მრავალფუნქციურ თანამედროვე შენობაში განთავსდება მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.
შენობაში ასევე მოეწყობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური ლაბორატორიები. სააგენტო ულტრათანამედროვე დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.
სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება კი 1.300 000 ლარია.
რიჟვაძის თქმით, გაუმჯობესდება როგორც დასაქმებულების შრომის პირობები, ასევე გაძლიერდება შავი ზღვის ეკოლოგია და უსაფრთხოება.