ახალციხეში ე.წ. სასაზღვრო ქალაქის ტერიტორიის განაშენიანება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება შენობას, სადაც განთავსდება სპორტული კომპლექსი და იფუნქციონირებს სხვადასხვა სახის სპორტული წრეები.
ამავე ტერიტორიაზე მდებარე ორსართულიანი შენობის რემონტის შემდეგ მასში ახალგაზრდული ცენტრი განთავსდება. დაწყებულია ასევე 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაც.