„Reuters" საბერძნეთის ხელისუფლებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საბერძნეთი განიხილავს 8 სამხედროს საკითხს, რომლებიც თურქეთიდან სამხედრო ვერტმფრენით ჩაფრინდნენ.
თურქეთი კი ითხოვს ჯგუფის უკან დაბრუნებას.
წყაროს ცნობით, ვერტმფრენს დაუყოვნებლივ დაუბრუნებენ თურქეთს, ხოლო ჯარისკაცების საკითხს განიხილავენ.