ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე, ცალკეული მედიასაშუალების მიერ მასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის შესახებ წერს.
„რამდენიმე დღის წინ, გახარიაზე სტატია დაიწერა, რომ გავრცელდებოდა ჭორები, თითქოს ის არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმებს წაართმევს და ვერ გადალახავს 43%-იან ბარიერს, იქნება რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ეს ყველას ჭორები გვეგონა, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ აჟღერებენ გახარიასთან დაკავშირებულ მოლოდინებს. ალბათ, ამიტომაც არის „კრიტიკული მედია“ არა გახარიას „გაშავებით“, არამედ მისი „პიარით“ დაკავებული. ამით სულ უფრო ცხადი ხდება, რომ გიორგი გახარია ძალიან საეჭვო თამაშში ერთვება. იმედია, დღევანდელი პრეზენტაცია უფრო ბევრ საკითხსა და ეჭვს არ გააჩენს, დაველოდოთ...“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.