logo_geo
eng_logo
„მონაწილეობის აკადემიის“ მონაწილეებისთვის ოზურგეთში საინფორმაციო ტური მოეწყო
- +

29 მაისი. 2021. 14:20

 

 

პროგრამა - „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ პროექტის, „მონაწილეობის აკადემია“ სასწავლო სესიის ფარგლებში, აკადემიის მონაწილეებისთვის ოზურგეთში საინფორმაციო ტური მოეწყო.

 

პროგრამის მონაწილეები, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არიან, ოზურგეთში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის „იყავი თანამმართველი“-ს ფარგლებში შესრულებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტებს გაეცნენ. მათ მიიღეს ინფორმაცია ონლაინპლატფორმა „იყავი თანამმართველი“-ს შესახებ, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები მონაწილეობენ ბიუჯეტის დაგეგმვაში.

 

აკადემიის მონაწილეებთან ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილესთან, მარიკა ჩხიკვიშვილთან ერთად, მონაწილეობითი ბიუჯეტის მნიშვნელობაზე, პროექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ესაუბრა. აღინიშნა, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის ეს ფორმა, 2020 წლის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.

 

აკადემიის მონაწილეებმა ანასეულის დასახლებაში, პროექტ „იყავი თანამმართველის“ ფარგლებში უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი – „მინი სტადიონი ანასეულის დასახლებაში“ დაათვალიერეს.

 

მათ მონაწილეობა მიიღეს ამავე პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კიდევ ერთი პროექტის - „სკვერი თენიეშვილის ქუჩაზე“ პრეზენტაციაში. შეხვედრის საპრეზენტაციო ნაწილი, სტუმრებთან ერთად, ადგილობრივებს, საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნანა თავდუმაძემ და ოზურგეთის მერის მრჩეველმა, ალეკო ბერიძემ გააცნეს.

 

„სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, დეცენტრალიზაციის რეფორმის, თვითმმართველი ერთეულების მოდერნიზაციისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახორციელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner