logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან არსებული საზღვრიდან ჯარები გაიყვანოს
- +

29 მაისი. 2021. 14:29

 

 

არსებული სიტუაციის დეესკალაციისთვის, სომხეთი აზერბაიჯანთან არსებული სასაზღვრო მონაკვეთიდან ჯარების გასაყვანად მზადაა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევნის, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„მივესალმები ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეების განცხადებას, რაც ჩვენთვის ფუნდამენტურად მისასალმებელია. მზად ვართ, ნებისმიერ მომენტში ჯარების გაყვანა დავიწყოთ და იმავეს ველით „მინსკის ჯგუფისგან“ აზერბაიჯანთან მიმართებაში, რომ ანალოგიური ქმედებები აზერბაიჯანმაც განახორციელოს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

 

მისივე თქმით, ოფიციალური ერევანი მზადაა ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ დახმარებით, დაიწყოს სამუშაოების შესრულება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner