logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: თურქეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე გავლენას იქონიებს
- +

16 ივლისი. 2016. 16:37



„ძალიან რთული პროცესებია, ჩვენ უნდა ვიყოთ თურქეთის კანონიერი ხელისუფლების მხარეს",-  ამ სიტყვებით აფასებს თურქეთში მიმდინარე პროცესებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე „რეპორტიორთან" საუბრისას.  ნიშნიანიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოზე დიდი გავლენა ექნება თურქეთის მდგომარეობას.



„ჩვენთვის ძალიან საშიშია თურქეთის მდგომარეობა. წუხელ მთელი ღამე ვადევნებდით თვალს. ძალიან რთული პროცესებია, ჩვენ უნდა ვიყოთ თურქეთის კანონიერი ხელისუფლების მხარეს.

რა თქმა უნდა, თურქეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე გავლენას იქონიებს. ჩვენი ეკონომიკა თურქეთის ეკონომიკასთან მჭიდრო ურთიერთობაშია, გარდა ამისა, უამრავი მოქალაქეა მეზობელ ტერიტორიაზე.

იმედი მაქვს, დაძლევს თურქი ხალხი ამ გამოწვევას",- განაცხადა ნიშნიანიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner