logo_geo
eng_logo
ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოში დაიბარეს
- +

29 მაისი. 2021. 15:45

 

 

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ თავად ოქრუაშვილი „ფესბუქზე“ წერს.

 

„ის-ის იყო, ჭიჭე ვაშაძის და ხაზარაძის მოსაქმულის გამო, პოსტების წერაში შემოქმედებითი კრიზისი დამეწყო, რომ უცბად გამოჩნდა ახალი სტიმული - კრუაზეტზე სეირნობა დიდხანს არ გაგიტკბეს და დროზე ჩამოდი, 9 ივნისს სასამართლო პროცესი ჩაგინიშნეთო. ერთხელ წყნარად ვერ წავედი საზღვარგარეთ ამათი გადამკიდე“, - წერს ოქრუაშვილი.

 

შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner