logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადრესატი საქართველოცაა და ეს „სანქციებს გვიწესებენ“ ნარატივში როგორ ჯდება?
- +

29 მაისი. 2021. 16:09

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წლის ბიუჯეტიდან ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადრესატი საქართველოა:

 

„ამ ე.წ. ოპოპარტიებსა და მათ ტელევიზიებში მთავარი ნარატივი ფრაზა - „ლაშას მამა გარდაიცვალას“ ინტერპრეტაცია „სანქციებს გვიწესებენ“ გახდა.

 

კი ბატონო, „გვიწესებენ“ სანქციებს, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წლის ბიუჯეტიდან ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადრესატი საქართველოც რომ არის, ეს იმ ნარატივში როგორ ჯდება? გვიმრავლოს ასეთი სანქციები, გვიმრავლოს,“ - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner