ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წლის ბიუჯეტიდან ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადრესატი საქართველოა:
„ამ ე.წ. ოპოპარტიებსა და მათ ტელევიზიებში მთავარი ნარატივი ფრაზა - „ლაშას მამა გარდაიცვალას“ ინტერპრეტაცია „სანქციებს გვიწესებენ“ გახდა.
კი ბატონო, „გვიწესებენ“ სანქციებს, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წლის ბიუჯეტიდან ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადრესატი საქართველოც რომ არის, ეს იმ ნარატივში როგორ ჯდება? გვიმრავლოს ასეთი სანქციები, გვიმრავლოს,“ - წერს გია გაბრიჭიძე.