logo_geo
eng_logo
ეგვიპტის დაზვერვის უფროსი ისრაელსა და ღაზას სექტორში ჩასვლას გეგმავს
- +

29 მაისი. 2021. 20:34

 

 

ისრაელ-პალესტინელებს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ეგვიპტის დაზვერვის უფროსი აბას ქამელი კვირას, 30 მაისს, ისრაელში ჩავა.

 

 

მოსალოდნელია, რომ იგი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, აგრეთვე მის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მეირ ბენ-შაბათთან და თავდაცვის სექტორის სხვა მაღალჩინოსნებთან.

 

 

აბას ქამელი აგრეთვე ეწვევა ქალაქ რამალას, სადაც იგი პალესტინელთა ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. ეგვიპტის დაზვერვის უფროსი ორშაბათს, 31 მაისს სავარაუდოდ ღაზას სექტორში ჩავა, სადაც ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებებს.

 

 

გარდა ამისა, 30 მაისს ისრაელის საგარეო საქმეთ მინისტრი გაბი აშქენაზი ისრაელ-პალესტინელების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის კაიროში ჩავა. მოსალოდნელია, რომ იგი ეგვიპტელ კოლეგას, სამეჰ შუქრის შეხვდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner