logo_geo
eng_logo
ბენ ჰოჯესი: ველოდები, რომ აშშ-სგან ნატოს ივნისის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის თაობაზე განცხადებებს მოვისმენთ
- +

29 მაისი. 2021. 21:29

 

 

,,ვფიქრობ საქართველო უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ეს რამდენიმე წლის წინ უნდა მომხდარიყო და დიდი იმედი მაქვს ასპირანტი ქვეყანა ნატოს მალე სრულუფლებიან წევრად შეუერთდება,” - ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მე ველოდები აშშ-ის ადმინისტრაცია განაგრძობს ღია კარის პოლიტიკას. ეს მკაფიოდ დაფიქსირდება ნატოს ივნისის სამიტზე და საქართველოსა და უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის თაობაზე მოვისმენთ განცხადებებს. იმასაც ველოდები, რომ საფრანგეთი, გერმანია და დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა განაცხადებენ, რომ ეს შესაძლოა განხილული იყოს როგორც პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მიმართ. მაგრამ ორგანიზაცია მაინც დააფიქსირებს საერთო ერთგულებას ნატოს შემდგომ გაფართოებაზე. ვფიქრობ ეს არასწორია...სკეპტიკოსი ქვეყნის მოსაზრებები, რადგან უამრავმა მაგალითმა გვაჩვენა, რომ რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები არ სჭირდება.ის ნებისმიერ ვითარებაში განაგრძობს პროვოკაციებს და მუდმივად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. მაშინ გამოდის, რომ რუსეთს ეს სახელმწიფოები აძლევენ უფლებას დღის წესრიგზე იქონიოს გავლენა“, - განაცხადა ჰოჯესმა.

 

მისი თქმით, ეს დაუშვებელია და საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი. „აქცენტი არა დამსახურებაზე უნდა გავაკეთო, არამედ უნდა შემოვატრიალოთ თემა. რომ საქართველოს გაწევრიანებით ნატოს კოლექტიური თავდაცვა უფრო უზრუნველყოფილი იქნება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner